„ბავშვმა შეიძლება ჩემს ხელში დალიოს სული…ის იხრჩობა, ჰაერი არ ჰყოფნის…“

25 წლის სვეტლანა ხარატიშვილის გულის მანკი აქვს, მას აგრეთვე აწუხებს თირკმლის უკმარისობა და რევმატიზმი. მიუხედავად ავადმყოფობისა, ახალგაზრდა დედა თავის თავზე არ ფიქრობს. იგი წლინახევრის შვილზე დარდობს, რომელიც ცერებრალური დამბლით არის დაავადებული და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. სამწუხაროდ, მას არ აქვს მკურნალობის საშუალება, ბავშვის მდგომარეობა კი ყოველდღიურად უარესდება.
„პირველ რიგში, დავითს ასთმის შეტევის მოსახსნელი წამალი სჭირდება. ბავშვმა შეიძლება ჩემს ხელში დალიოს სული… ის იხრჩობა, ჰაერი არ ჰყოფნის. როგორ უნდა გავუძლო ამ ყველაფერს? მოსვენება დავკარგე! ასთმის გარდა მას ცერებრალური დამბლა აქვს, რეაბილიტაციის კურსის გავლას საჭიროებს, მაგრამ ამის საშუალება არ მაქვს“, – ამბობს სვეტლანა.
ხარატიშვილების ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ისინი რუსთავში, ნათესავების ერთოთახიან ბინაში არიან შეკედლებულები, სადაც ცუდი საცხოვრებელი პირობებია – ბეტონის იატაკი, დაბზარული კედლები, სიცივე და ნესტი. მათ არაფერი გააჩნიათ ორი საწოლის და რამდენიმე საბნის გარდა.
„სვეტლანას ოთხი შვილი ჰყაქვს – 9 წლის ეკა, 8 წლის ნათია, 5 წლის ატილა და წლინახევრის დავითი. მთელი ოჯახი პრაქტიკულად შიმშილობს, მათ არ აქვთ არც საკვების და არც ტანსაცმელის ფული.
ხარატიშვილების ოჯახისთვის დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ „ჩერნოვეცკის“ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ხარატიშვილების ოჯახი) ან პირდაპირ ფონდის საიტიდან“,- აცხადებენ ფონდში.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები