თამარაშვილის გამზირზე დაჭრილ ორ ახალგაზრდა მამაკაცს საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება
ამ წუთებში, თამარაშვილის გამზირზე დაჭრილ ორ ახალგაზრდა მამაკაცს რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია უტარდება.
როგორც „კვირას“ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, ორივე ახალგაზრდას სხეულზე ისეთი ჭრილობები აღენიშნებოდა, რომ სასწრაფოდ ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, თამარაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად 2 ადამიანი დაჭრეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.