შსს ადასტურებს რომ თამარაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად 2 ადამიანი დაჭრეს
შს სამინისტროს ინფორმაციით, თამარაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად 2 ადამიანი დაჭრეს. ორივე მათგანი სტაციონარშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
ცნობისათვის, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.