თბილისში სროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბენზინგასამართ სადგურთან რამდენიმე წუთის წინ, 10-მდე გასროლა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად ერთი მამაკაცი დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში კერძო პირმა გადაიყვანა.
თვითმხილველის ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცია.