“წერეთლის” მეტროსადგური ტექნიკური შეფერხების გამო დროებით დაკეტილი იყო
თბილისში, “წერეთლის” მეტრო ესკლატორების გაჩერების გამო დაკეტილი იყო. როგორც “კვირას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული პრობლემის გამო, მეტრო მგზავრებს დაახლოებით 20-25 წუთი ვერ ემსახურებოდა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის მეტრო გახსნილია.
“მეტროსადგურ “წერეთელზე” სამივე ესკალატორი გაჩერდა, ტექნიკური პრობლების გამო. ამიტომ მეტრო მგზავრებს ვერ ემსახურებოდა დაახლოებით 20-25 წუთი. ამ დროისთვის, პრობლემა გადაჭრილია და ჩვეულ რეჟიმში იღებს მგზავრებს”, – განაცხადა ლელა სეთურიძემ.
ცნობისთვის, მეტროსადგურ „წერეთლის” ესკალატორების ტექნიკური ხარვეზის გამო, სადგური მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა.