სალომე ზურაბიშვილი გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსახიობ გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ძალიან ვწუხვარ ქალბატონი გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო.
ის მთელი გულით ქმნიდა დაუვიწყარ მხატვრულ სახეებს ქართულ თეატრსა და კინოში. ქალბატონი გურანდა იყო ჩვენი საყვარელი მსახიობი, – ყოველთვის ღიმილიანი და სიცოცხლით სავსე.
ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მთელს საქართველოს”, – წერს პრეზიდენტი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, გუშინ 80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად, თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა.