გავრცელებული ინფორმაციით, ,,შავი პრინცი“ გარდაიცვალა
გავრცელებული ინფორმაციით, ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი აკაკი ბაბუნაშვილი, იგივე ,,შავი პრინცი“ გარდაიცვალა. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა სამძიმრის არაერთი პოსტი გამოაქვეყნეს, თუმცა მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზებზე არ საუბრობენ. მედიაჰოლდინგი ,,კვირა“ დეტალების გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს. შეგახსენებთ, რომ ,,შავმა პრინცმა“ მუსიკალური კარიერა 1990-იანი წლების დასაწყისში, ქუთაისში დაიწყო. 1995 წელს მან ჰიპ-ჰოპ კოლექტივი ,,ძებნილი” შექმნა, 1999 წელს კი სადებიუტო ალბომი ,,დაამტვრიე როკი” გამოუშვა. რეპერს პოპულარობა ისეთმა კომპოზიციებმა მოუტანა, როგორებიცაა: ,,მი ბანდიტო”, ,,ავიარე ჩავიარე”, ,,შიმშილი”, ,,ბაბე”, ,,მუღამი მაქვს შენი” და სხვა. არტისტი ასევე ფსევდონიმით Prince P მოღვაწეობდა.