“არაერთი შესანიშნავი პერსონაჟი გაუცოცხლებია” – კახა კალაძე გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
თბილისის მერი კახა კალაძე მსახიობ გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
კახა კალაძე მსახიობის ოჯახს, ახლობლებს, თეატრალურ საზოგადოებასა და სრულიად საქართველოს სამძიმარს უცხადებს.
,,ვწუხვარ ცნობილი ქართველი მსახიობის, ქართული კინოსა და თეატრის ბრწყინვალე წარმომადგენლის – გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო.
გურანდა გაბუნიას არაერთი შესანიშნავი პერსონაჟი გაუცოცხლებია მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე. ასევე დიდი სიყვარულით სარგებლობენ მისი კინოგმირები, რაც მსახიობის შემოქმედების უდავო აღიარებაა.
ვუსამძიმრებ გურანდა გაბუნიას ოჯახს, მის ახლობლებს, თეატრალურ საზოგადოებას, სრულიად საქართველოს მსახიობის გარდაცვალებას.“- წერს კალაძე სოციალურ ქსელში.