ეკონომიკის მინისტრი ხვალ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს წარადგენს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ხვალ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და მედიას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილს წარუდგენს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მარიამ ქვრივიშვილი ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით შეირჩა, მას ტურიზმის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. წარდგენისას ის საზოგადოებას ტურიზმის სექტორში გასატარებელი ღონისძიებების საკუთარ ხედვას გააცნობს, უპასუხებს მედიის შეკითხვებს. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები