შსს-მ „ქართული ოცნების“ ოფისის გაქურდვის ფაქტზე, ორი პირი დააკავა – ბრალდებულებმა 7000 ლარი მოიპარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 2018 ლის 11 დეკემბერს, ქურდობის ბრალდებით, ორი პირი: 1973 წელს დაბადებული ვ.დ. და 1976 წელს დაბადებული ბ.კ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2018 წლის 8 დეკემბერს, თბილისში, ქართული ოცნების ოფისი გაქურდეს, საიდანაც სეიფი მოიპარეს, რომელშიც 7 000 ლარამდე თანხა იყო მოთავსებული.
სამართალდამცველებმა, ჩატარებულის საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპარული თანხა სრულად ამოიღეს. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 წაილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები