მკვლელობა ყარაჯალაში – მამაკაცს შურისძიების მოტივით, წლების წინ მის მიერ მოკლულის კაცის ძმამ ესროლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 30-წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. შემთხვევა სოფლის მეჩეთთან, დაახლოებით, ნახევარი საათის წინ მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ 30 წლამდე მამაკაცის მკვლელობის მოტივი რამდენიმე წლის წინ, მის მიერ ჩადენილ დანაშაულს უკავშირდება, როდესაც მან თანასოფლელი მოკლა.
სოფელ ყარაჯალას მკვიდრები ამბობენ, რომ ახალგაზრდა კაცს სწორედ წლების წინ მის მიერ მოკლული კაცის ძმამ ესროლა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები