ვენესუელაში ჟურნალისტების დაკავება დაიწყეს
ვენესუელას ხელისუფლებამ ჟურნალისტები ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და ჩილედან უკვე დააკავა. ყველა მათგანს დეპორტაცია ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური საინფორმაციო სააგენტო EFE ავრცელებს.
“ვენესუელას ხელისუფლებამ კარაკასში სააგენტო “EFE”-ს სამი ჟურნალისტი დააკავა”,- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რამდენიმე დღით ადრე, სააგენტომ კოლუმბიელი ფოტოკორესპონდენტის, ლეონარდო მუნოსას გაუჩინარების შესახებ განაცხადა. ის კარაკასში იმყოფებოდა, საიდანაც ვენესუელას კრიზისს ასუქებდა. მასთან ერთად გაუჩინარდა მისი ვენესუელელი მძღოლი ხოსე სალასიც.
თარგმნა ანა პაპიძემ