თბილისში მცხოვრები ვეტერანებისთვის უფასო კარდიოლოგიური კვლევები ჩატარდება

მიმდინარე წლის 2 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, მემორანდუმის ფარგლებში, თბილისში მცხოვრები და სამაჩაბლოდან დევნილი ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, კარდიოლოგიური პროფილის უფასო კვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევები) ჩაატარებენ.
ბენეფიციარების მიღება 10:00 საათიდან, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში დაიწყება.
მისამართი: დიღომი, ნ.ჯავახიშვილის ქ. 1 (მისასვლელი ლუბლიანას ან ბელიაშვილის ქუჩის მხრიდან)
შეგახსენებთ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.
R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები