ყვავილების ფესტივალი – “ვარდობისთვე თბილისში”
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული ყვავილების ფესტივალი “ვარდობისთვე თბილისში” 10 წლის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს.
იუბილესთან დაკავშირებით, პირველად ფესტივალი სოფიკო ჭიაურელის სახელობის სკვერსა და მის მიმდებარე ქუჩებზე სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 26 მაისს “ვარდობისთვე თბილისში”, საიუბილეო ექსპოზიციით, რუსთაველის გამზირზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ 12:00-20:00 საათამდე იქნება წარმოდგენილი.