ღაზას სექტორში, ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა – მათ შორის ხუთი ჟურნალისტი

ღაზას სექტორში, ალ-ავდას საავადმყოფოს მახლობლად მომხდარი თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 ჟურნალისტი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტომობილზე იყო წარწერა, რომ სატრანსპორტო საშუალება მედიის წარმომადგენლებს ეკუთვნოდა.

სამედიცინო პერსონალის ინფორმაციით, უამრავი ადამიანი ნანგრევებში მოყოლილია.

მომხდარზე ისრაელს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მსგავსი ქმედებისთვის “ჰუსიტებს” კვლავ ემუქრება ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, იემენელი “ჰუსიტები” ისრაელის სხვა მტრების მსგავს ბედს გაიზიარებენ.

ამავე დროს, ისრაელი და “ჰამასი” ცეცხლის შეწყვეტის შეუთანხმებლობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. “ჰამასი” ამბობს, რომ ისრაელმა დამატებითი პირობები წამოაყენა, ნეთანიაჰუ კი ამტკიცებს, რომ “ჰამასმა” უკვე მიღწეული შეთანხმება დაარღვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები