ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიციისთვის ეს თარიღი იქნება კიდევ ერთი შანსი, რომ გამოიწვიონ არეულობა, დესტაბილიზაცია, თუმცა სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა
“პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდება 29 დეკემბერს. 11 საათზე, საქართველოს არჩეული პრეზიდენტი დადებს ფიცს და შეუდგება პრეზიდენტის უფლებამოსილების აღსრულებას”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციისთვის ეს თარიღი იქნება კიდევ ერთი შანსი, რომ ქვეყანაში გამოიწვიონ არეულობა, დესტაბილიზაცია, თუმცა სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მშვიდობა იყოს.
,,სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, ამიტომ ყოფილი პრეზიდენტი რომელ შენობაში გამაგრდება, რომელ ოთახში გამოიკეტება და დაეჯაჯგურება იმ სკამს რომელიც, როგორც ჩანს, მისთვის ძალიან ძვირფასია, ეს მათი გადასაწყვეტია.
ბუნებრივია, ოპოზიციისთვის ეს თარიღი იქნება კიდევ ერთი შანსი, რომ ქვეყანაში გამოიწვიონ არეულობა, დესტაბილიზაცია, თუმცა სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა,” – აცხადებს ბოჟაძე.