ვანში გამართული წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება კონცერტით დასრულდა
ვანში გამართული წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება კონცერტით დასრულდა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მისული სტუმრებისთვის იმღერეს ცნობილმა მუსიკალურმა ჯგუფებმა: “ურსამ”, “მიქსტურამ”, დუეტმა “ლეონმა” და “თეატრალურის კვარტეტმა”.
მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი პროგრამის ფონზე წარმოდგენილი იყო არაერთი გასართობი სივრცე ბავშვებისთვის. საახალწლო საჩუქრები დაარიგა თოვლის ბაბუამ.