კასპიის ზღვაში 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
ამის შესახებ აზერბაიჯანის სეისმოლოგიური სამსახურის რესპუბლიკური ცენტრი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიძგები ადგილობრივი დროით 02:03 საათზე 63 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა. რამდენიმე საათის შემდეგ კი კვლავ განმეორდა. კონკრეტულად, ადგილობრივი დროით 07:28 წუთზე 30 კმ სიღრმეზე ახალი დაფიქსირდა.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.