სამტრედიის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
სამტრედია 2025 წელს ახალი საახალწლო განათებებითა და ილუმინაციებით ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საზეიმო ღონისძიებაზე მოეწყო დრამერების შოუ, პატარებისათვის ანიმაციური პერსონაჟების მონაწილეობით გაიმართა გასართობი პროგრამა, თანამედროვე და სპორტული ცეკვების ჯგუფ „ფანტაზიას“ მიერ, მოეწყო საახალწლო ფლეშმობი.
საღამოს კულმინაცია გრანდიოზული საახალწლო კონცერტი გახლდათ. მსმენელის წინაშე ჯგუფი „რეგიონი“ წარდგა.
ღონისძიებას სამტრედიის მერი, დავით ბახტაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. დავით ბახტაძემ ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
„სამტრედიაში საზეიმოდ აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. სამტრედია ახალ 2025 წელს ახალი საახალწლო განათებებითა და ილუმინაციებით ხვდება. ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს ჩემს სამტრედიელებს და მთელ საქართველოს. მჯერა 2025 წელის კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, – განაცხადა დავით ბახტაძემ.
საახალწლო კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
ერთად აღვნიშნოთ ახალი წლის დღეები
#ახალიწლისდღეები2025