ამერიკაში, სამედიცინო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა
აშშ-ის შტატ ოჰაიოში, სამედიცინო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი WCMH-TV ავრცელებს.
საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, სამედიცინო ვერტმფრენი ქალაქ გროუვ-სითიდან გამოფრინდა, პაციენტი ბორტზე არ იმყოფებოდა.