„ჯორჯიან მანგანეზმა“ ზესტაფონში, სოფელ კვალითის საბავშვო ბაღს საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა

ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საბავშვო ბაღს საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა. ამასთან, ბაღის თანამშრომლებსა და აღსაზრდელებთან შეხვედრისას, ვასილ გველესიანმა, სკოლამდელი დაწესებულების პრობლემების მოგვარებაში სამომავლო დახმარების მზაობაც გამოთქვა.

ფეროშენადნობი ქარხნის დირექტორის თქმით, მათთვის პრიორიტეტული მომავალი თაობის განვითარების ხელშეწყობაა.

“ქარხანა, სადაც ყოველდღიურად უამრავი განცხადება შემოდის, ამა თუ იმ სახის დახმარების თაობაზე, პრიორიტეტულად მიიჩნევს, მოზარდი თაობის განვითარების ხელშეწყობას. აქედან გამომდინარე, ცხადია, სოფელ კვალითის საბავშვო ბაღის თხოვნას რეაგირების გარეშე არ დავტოვებდით. მათთან სტუმრობის დროს, არაჩვეულებრივი ბავშვები და მათი აღმზრდელები გავიცანით, რომელთაც ბაღის ინფრასტრუქტურის განვითარების სერიოზული გეგმები აქვთ. ჩვენ მზად ვართ, მათ თავიანთი აღსაზრდელებისთვის მოწესრიგებული გარემოს შექმნაში კვლავაც შევუწყოთ ხელი”, – განაცხადა ვასილ გველესიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები