მადურო ვენესუელას ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს
ვენესუელას პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო, ოპოზიციას დიალოგისკენ კვლავ მოუწოდებს და განცხადებას Twitter-ზე ავრცელებს.
“ოპოზიციამ იგნორირება უნდა გაუწიოს იმპერატორულ მოწოდებებს, რომელიც მიმართულია თანამოძმეებს შორის კონფლიქტის შექმნისკენ. მე პასუხისმგებლობისა და წინდახედულობისკენ მოგიწოდებთ. ასევე, მოგიწოდებთ ნაციონალური დიალოგისკენ, როგორც არსებობის ერთადერთ საშუალებას. დაე, მშვიდობამ გაიმარჯვოს.
მე მწამს, სიტყვის პოლიტიკასა და დიპლომატიაში, როგორც ერთადერთი საშუალებისა, მივაღწიოთ ურთიერთგაგებას. მე ვარ და ვიქნები მზად დიალოგისთვის, რათა მსოფლიო დავიცვათ”, – წერს მადურო სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ვენესუელას ნაციონალური ასამბლეის ხელმძღვანელმა, ხუან გუაიდომ, რომელმაც საკუთარ თავზე თვითნებურად აიღო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების ინიციატივა, მოსახლეობას 30 იანვარს ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდა, რათა ადამიანების უფლებები იქნეს დაცული.