ლავროვი: აშშ-ის სანქციები ვენესუელის მიმართ, დოლარისადმი ნდობას ამცირებს
ამერიკის ახალი სანქციები ვენესუელის მიმართ, საერთაშორისო სავალუტო-ფინანსური სისტემისადმი ნდობას ამცირებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
“ჩვენ გვაშფოთებს ის, რასაც ამერიკა და მისი ახლო მოკავშირეები ვენესუელის მიმართ აკეთებენ, ისინი უხეშად არღვევენ ყველა საერთაშორისო ნორმას. დღეს ახალი სანქციების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია”,- განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ამერიკამ ვენესუელის ნავთობკომპანია PDVSA-ს წინააღმდეგ სანქციები დააწესა.