მოსკოვში, ტრეტიაკოვის გალერეიდან კუინჯის ნახატი მოიპარეს (ვიდეო)

მოსკოვში, ტრეტიაკოვის გალერეიდან, მნახველების თვალწინ, არხიპ კუინჯის ნახატი მოიპარეს. საქმე ეხება “აი-პეტრი.ყირიმი”-ს ნახატს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას რუსეთის კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
“ჩვენ ეს ნამუშევარი საგანგებოდ შეგვაქვს მუზეუმის დაკარგული და მოპარული ნივთების ფონდში. ეს იმისთვის კეთდება, რომ გამოირიცხოს ამ ნამუშევრის საზღვარგარეთ გატანა”, – განაცხადა რუსეთის კულტურის სამინიტროს მუზეუმების დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადისლავ კონონოვმა ტელეარხ “რასია24”-თან​ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები