საფრანგეთში, ჟან-მარი ლე პენის 86 წლის ცოლი დააყაჩაღეს და სცემეს
ფრანგული პარტიის “ნაციონალური ფრონტის” დამფუძნებელის, ჟან-მარი ლე პენის 86 წლის მეუღლეს პარიზის ქალაქ სელ-სენ-კლოდში თავს უცნობი მამაკაცი დაესხა, დააყაჩაღა და სცემა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “Parisien” ავრცელებს.
ჟან ლე პენის 86 წლის მეუღლემ საკუთარი მანქანა გააჩერა და ბაზარში აპირებდა წასვლას. როდესაც ის ავტომობილიდან გადმოვიდა, თავს უცნობი მამაკაცი დაესხა, მიწაზე დააგდო, სცემა და ჩანთა წაართვა.
რის შემდეგაც, ბოროტმოქმედი შემთხვევის ადგილიდან სკუტერით გაიქცა და მიიმალა. სკუტერს მისი თანამზრახველი მართავდა. თავდამსხმელები ლე პენის ბარათიდან თანხის მოხსნას ცდილობდნენ, რომელიც 2400 ევროს აჭარბებდა.
ამ დროისთვის, ჟან-მარის მეუღლე საავადმყოფოში იმყოფება. საქმეს ვერსალის პოლიცია იძიებს.
თარგმნა ანა პაპიძემ