კიკვიძის პარკის სრული რეაბილიტაცია 4 900 000 ლარი დაჯდება

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, 2019 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ერთ-ერთი კიკვიძის პარკია, რომლის სრული რეაბილიტაცია 4 900 000 ლარი დაჯდება.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი მწვანე სივრცეების შექმნას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.
„გვინდა, მოვაწესრიგოთ არსებული მდგომარეობა. ბოლო დროს თუ ხართ ნამყოფი კიკვიძის პარკში, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. აღნიშნული პარკის რეაბილიტაცია იმ პროექტების ფარგლებში ტარდება, რომელიც ემსახურება მწვანე სივრცეების შექმნას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. აქ გვაქვს ორი მიმართულება: პირველი – არსებულის მოწესრიგება და მოვლა-პატრონობა და მეორე – ახალი საქალაქო პარკების და სკვერების მშენებლობა, რასაც გამგეობები ძალიან მაღალ დონეზე ასრულებენ. ამ კონკრეტული პროექტის განხორციელება 4 900 000 ლარი ჯდება. პარკი სრულად რეაბილიტირდება, შეიქმნება ახალი სივრცეები ბავშვებისთვის, მოეწყობა ამფითეატრი, ველობილიკი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები