კახა კალაძე: დიღმის ჭალების პროექტისთვის 11 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება
თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, დიღმის ჭალების პროექტისთვის 11 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. როგორც მან დღეს, 2019 წელს დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნული პროექტი თბილისის გენგეგმაშიცაა ასახული.
“დიღმის ჭალების პროექტი ასახულია თბილისის გენგეგმაში და ახლო მომავალში ის იქნება ერთ-ერთი საუკეთესო გამწვანებული სივრცე, დასასვენებელი ინფრასტრუქტურით, სპორტული მოედნებით, ამფითეატრით და ასე შემდეგ. პროექტი 2-წლიანია და მისი განხორციელება მიმდინარე წელს დაიწყება. ჩვენ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე და მისი მოგვარების გზებზე ბევრს ვსაუბრობთ. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ რეგულაციების გამკაცრებას და მწვანე სივრცეების შექმნას. ერთი წლის განმავლობაში არცერთი სამშენებლო ნებართვა მწვანე სივრცეებისა და სპორტული მოედნების ხარჯზე არ გაცემულა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.