“ნატო-საქართველოს შორის აქტიური თანამშრომლობა არის ის დინამიკა, რასაც შევინარჩუნებთ და გავაძლიერებთ ქვეყანაში”
საქართველოს სჭირდება ნატოს ძალიან მკაფიო მხარდაჭერა ყველა იმ გამოწვევასთან გასამკლავებლად, რომელთა წინაშეც საქართველო და რეგიონი დგას, ისევე როგორც ნატოს სჭირდება სანდო პარტნიორი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა სოფო ქაცარავამ მაისში სტოლტენბერგის დაანონსებულ ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
“ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში არის მკაფიო გზავნილი, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატოში ინტერგაციას.
ნატო-საქართველოს შორის აქტიური თანამშრომლობა არის ის დინამიკა, რასაც შევინარჩუნებთ და გავაძლიერებთ ქვეყანაში და რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის კიდევ უფრო გასამყარებლად”, – აცხადებს ქაცარავა.