ალეკო ელისაშვილი: “ყაზტრანსგაზთან” აქცია დავაანონსეთ და უკვე დაიწყეს მთავრობამ და მერიამ მოქმედება
“სამშაბათისთვის “ყაზტრანსგაზთან” აქცია დავაანონსეთ და უკვე დაიწყეს მთავრობამ და მერიამ მოქმედება, – ასე ეხმაურება ალეკო ელისაშვილი ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კორპუსებში გაზის დეტექტორების დამონტაჟება სავალდებულო გახდება.
ელისაშვილი შესაბამის პოსტს “ფეისბუქის” პირად გვერდზე აქვეყნებს.
“სამშაბათისთვის “ყაზტრანსგაზთან” აქცია დავაანონსეთ და უკვე დაიწყო მთავრობამ და მერიამ მოქმედება. ასეა ზუსტად – ვიაქტიურებთ, შევიკრიბებით, პასუხს მოვთხოვთ ხელისუფლებას და გვექნება უკეთესი ქვეყანა. თავს დავხრით, მარტო ვიწუწუნებთ და არავის არაფერზე პასუხს არ ვაგებინებთ და ვიქნებით ჭაობში. ასე რომ, თუ გვინდა, რომ გაზის აფეთქების არ გვეშინოდეს, თუ გვინდა, მთავრობას, მერიას და გაზის კომპანიას ჰქონდეთ პასუხისმგებლობა ჩვენს წინაშე, ამიტომ უნდა შევიკრიბოთ ხვალ, სამშაბათს 1 საათზე “ყაზტრანსგაზის” მთავარ ოფისთან მიცკევიჩის 18 ა-სთან !”, – წერს ალეკო ელისაშვილი.