NDI- გამოკითხულთა უმეტესობა თვლის, რომ ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის რეპეტიტორი აუცილებელია
NDI-ის გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის კერძო მასწავლებელი აუცილებელია.
გამოკითხულთა 21% კი თვლის, რომ რეპეტიტორი ეროვნული გამოცდებისთვის არ არის აუცილებელი, კითხვაზე პასუხი არ აქვს 5%-ს.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა და “CRRC–საქართველომ” მედიას დღეს, 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს.
კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.
NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UKaid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.