ჰააგაში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა (ვიდეო)

ნიდერლანდებში, ჰააგაში მომხდარი აფეთქების შედეგად, 3 სახლის ფასადი ჩამოიშალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას პორტალი “RTL” ავრცელებს.
ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაშავდა. სამი მათგანი ნანგრევებიდან ამოიყვანეს, სადაც შესაძლოა, კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდეს. შემთხვევის ადგილზე მაშველები და მედიკოსები არიან მობილიზებულნი.
სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებამ სამი სახლი დააზიანა, მოსახლეობა ევაკუირებულია, ვინაიდან შენობების ჩამოშლის საფრთხე, ამ დრომდე, არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები