ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე დაკრძალეს
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე, ქაშუეთის ეკლესიაში მისი პანაშვიდი მიმდინარეობდა. ჟურნალისტი ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენეს.
ლევან ჩხაიძე 21 იანვარს, 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, საიდანაც საქართველოში 25 იანვარს ჩამოასვენეს.