პრეზიდენტი კახა კალაძის გადაწყვეტილებას მიესალმება
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტი” აღარ აშენდება, მიესალმება.
„პრეზიდენტი თბილისელებს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ულოცავს და სამოქალაქო საზოგადოებას პრობლემის გადაწყვეტაში მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობისათვის მადლობას უცხადებს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისათვის, დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება.