პაატა იმნაძე: დღეისათვის ქვეყანაში წითელას 580 შემთხვევაა რეგისტრირებული

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო დირექტორის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, საქართველოში, ამ დროისთვის, წითელას 580 შემთხვევაა რეგისტრირებული. მისივე თქმით, წითელასგან თავის დაცვის ერთადერთი საშუალება აცრაა.
“ჩვენი სამწუხარო პროგნოზი გამართლდა და წითელამ ისევ მკვეთრად მოიმატა. დღეისთვის 580 შემთხვევაა ქვეყანაში რეგისტრირებული. ყველაზე მეტი შემთხვევაა თბილისში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში. დაიწყო აცრების აქტიური კამპანია და არასრული მონაცემებით, ბოლო სამ დღეში 12 000-მდე მოქალაქე აიცრა წითელას საწინააღმდეგოდ. გრიპისგან განსხვავებით, წითელას ვერაფერი გააჩერებს აცრების გარდა”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები