გედევან ფოფხაძე: გუნდის, ხალხის და ქვეყნის ერთგული ვიქნები იმით, რომ პრინციპულად დავიცავ სწორ პოზიციას

დეპუტატი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ გუნდის, ხალხის და ქვეყნის ერთგული სწორი პოზიციის დაცვით იქნება. მისივე თქმით, ის არსად წასვლას არ აპირებს, რადგან საკუთარი პოზიცია აქვს დასაცავი.
„ჩემი გუნდი არის ადამიანთა ერთობა, რომლებთან ერთადაც ვიბრძოდით. ამ ხალხისთვის ნამდვილად არ მიღალატია. მგონი, ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის მხარდაჭერით გავხდები ამ ადამიანების მოღალატე. ვფიქრობ, ჩემი გუნდის, ხალხის და ქვეყნის ერთგული ვიქნები იმით, რომ პრინციპულად დავიცავ პოზიციას, რომელიც სწორია. არსაიდან წასვლას არ ვაპირებ. მაქვს ჩემი პოზიცია, მოვედი ამ პოზიციის დასაცავად.
​ჩვენ, ვისაც მიგვაჩნია, რომ სასამართლოში ღირსეული ადამიანების დამკვიდრებით ყველაზე დიდ სიკეთეს ვუკეთებთ ჩვენს ქვეყანას, არსაიდან არ გვაქვს გასაქცევი“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები