ყოფილი გამომძიებელი: პოლიციის განყოფილებაში ხორციელდებოდა ტერორი და შეურაცხყოფა
პროკურატურაში ქუთაისის, პოლიციის მე-4 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ ნაილი გამეზარდაშვილის საჩივრის საფუძველზე გამოძიება მიმდინარეობს.
როგორც „კვირას“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
„საქართველო პროკურატურა იძიებს 2011 წელს, მოქალაქე ნ.გ.-ს შს სამინისტროდან განთავისუფლების კანონიერების საკითხს“, – განუცხადეს „კვირას“ მთავარ პროკურატურაში.
ნაილი გამეზარდაშვილი პოლიციაში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობს.
“დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ დაიწყო უკვე გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ყოფილ და მოქმედ პოლიცის მაღალჩინოსნებზე ჩემი განცხადების საფუძველზე. ჩემზე წლების განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ტერორი და შეურაცხყოფა,” – განუცხადა იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო topnewv.com.ge-ს, პოლიციელმა, ნაილი გამეზარდაშვილმა.