სოფელ ჭართალში მეწყერი ჩამოწვა

თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭართალში მეწყერი ჩამოწვა. როგორც “კვირას” მერის წარმომადგენელმა ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში ზურაბ ჩიტაურმა განუცხადა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა და ამ დროისთვის, გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
“როდესაც ეს შემთხვევა მოხდა, მაშინვე დამირეკა თვითმხილველმა და მაცნობა ამის შესახებ. ვითარებას გავეცანი და მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ვინც ამ ფაქტს შეესწრო, ისიც კარგად გრძნობს თავს და არ დაშავებულა. დროებით შეფერხებულია გადაადგილება”, – განაცხადა ზურაბ ჩიტაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები