“ლიბიური მხარის შესაბამისი უწყების ნებართვის შემდეგ, ქართველი მეზღვაურის ცხედარს სამშობლოში გადმოასვენებენ”
ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის გადმოსვენების პროცედურა ლიბიაში მიმდინარე გამოძების დასრულების და შესაბამისი უწყების მხრიდან ნებართვის გაცემის შემდეგ დაიწყება.
ამის შესახებ “კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
“ამ ეტაპზე, ლიბიაში მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები, ველოდებით გამოძიების დასრულებას და შესაბამისი უწყებების ნებართვას, ამის შემდეგ კი გადმოსვენების პროცედურა შეფერხებების გარეშე მოხდება”, – განუცხადეს “კვირას” საგარეო უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ორი კვირის განმავლობაში ლიბიაში გაუჩინარებული იყო. ის ნავმისადგომთან გარდაცვლილი იპოვეს.