„ჩერნოვეცკის“ ფონდმა 26 ბავშვის სანუკვარი სურვილები აასრულა
გასული წლის დეკემბერში, საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ „ფეისბუქის“ მეგობრებს მიმართა წინადადებით – გაეზიარებინათ მათი შვილების სანუკვარი სურვილები.
ამ წინადადებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ლეონიდ ჩერნოვეცკიმ აარჩია 26 ოჯახი, რომლებსაც მატერიალური პრობლემები ჰქონდათ. საჩუქრების საერთო ფასმა 10 000 ლარი შეადგინა. გეოგრაფიული მასშტაბი მაქსიმალურად დიდი იყო. იგი მოიცავდა როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს. ზოგი სათამაშოებს ითხოვდა, ზოგი – ველოსიპედს, ერთმა ახალგაზრდა დედამ კი შვილისთვის სასმენი აპარატი ითხოვა.
საჩუქრების გადაცემა საშობაო დღეებში, სასტუმრო „კრონ პალასში“ მოეწყო.
„ძალიან მნიშვნელოვანია, გწამდეთ სასწაულების! თუ ადამიანი, თავის ცხოვრებაში, ადგილს არ დაუტოვებს სასწაულებს, იგი დაკარგავს იმედს, რწმენას. არადა, ეს ხომ სიცოცხლის სურვილს აძლიერებს“, – აცხადებს ლეონიდ ჩერნოვეცკი.
R