ფოთში წითელას ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ფოთში წითელას ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფექციის სიმპტომებით სხვადასხვა კლინიკას 9 პაციენტმა მიმართა. დაავადებულთა შორის ერთი მოზარდია.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ და ამჟამად მკურნალობას სახლში განაგრძობენ.
წითელას ინფექციით დაავადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.