დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს – თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. დაკავებული პირების ადვოკატები მოსამართლის მიერ მიღებულ განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 18 იანვარს დააკავეს.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები