„L ჯგუფის“ დირექტორი, რომლის აშენებულ კორპუსშიც აფეთქება მოხდა პილიციაში იმყოფება

პოლიციაში სამშენებლო კომპანია „L ჯგუფის“ დირექტორის, გრიგოლ ჭანტურიას გამოკითხვა მიმდინარეობს.
შეგახსნებთ, რომ აღნიშნულმა კომპანიამ 2017 წელს დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე კორპუსი ააშენა, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა.
“კვირას” კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა, ანა ჯაფარიძემ კითხვაზე, ხომ არ იყო სამშენებლო სტანდარტები დარღვეული მშენებლობის პროცესში, განუცხადა, რომ მომხდარის მიზეზად კომპანიის შეცდომა გამორიცხულია.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. 7 კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები