საფრანგეთში, ლიონის უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა (ფოტო,ვიდეო)

საფრანგეთის აღმოსავლეთში, ქალაქ ლიონში, უნივერსიტეტის შენობაში აფეთქება მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოყვა.
ინფორმაციას გამოცემა The Mirror ავრცელებს.
კადრებში, რომლებიც ინტერნეტში გავრცელდა, ჩანს, რომ ხანძარს ახალი აფეთქებებიც ახლავს თან. ამ დროისთვის სამი დაშავებული ადამიანის შესახებ არის ცნობილი. ხანძრის სავარაუდო მიზეზად აალებადი ნივთიერებების აფეთქება სახელდება, რომლებიც ტერიტორიაზე ინახებოდა.
როგორც ცნობილია, კამპუსის შენობა პოლიციის მიერ არის გადაკეტილი, სტუდენტები და პერსონალი ევაკუირებულია.

თარგმნა ანა პაპიძემ

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები