გოგონა 900 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნის შემდეგ სიკვდილს გადაურჩა

   ტეხასის შტატის მცხოვრები, 16 წლის მაკენზი ვეტინგტონი საავადმყოფოში პარაშუტით წარუმატებელი ხტომის შემდეგ მოხვდა. მას ღვიძლი, მენჯის ძვლები და წელის ხერხემლის დაუზიანდა. გოგონა 900 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. ის სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ინციდენტი შტატ ოკლაჰომას ქალაქ ჩიკაშაში მოხდა. გოგონას პარაშუტით გადმოხტომაზე მშობლებისგან ნებართვა აღებული ჰქონდა, მეტიც, მანამდე გოგონას მამა გადმოხტა პარაშუტით, თუმცა ინციდენტის შემდეგ მშობლებმა განაცხადეს, რომ სკოლას არასრულწლოვანი გოგონასთვის პარაშუტით გადმოხტომის უფლება არ უნდა მიეცა. სპორტული კომპლექსის “Pegasus Air Sports Center”-ის მფლობელმა და ინსტრუქტორმა განაცხადა, რომ გოგონას რაღაც მიზეზის გამო პარაშუტი არ გაეხსნა და ის ჩამოვარდა. მან დაამატა, რომ გოგონას ჩაფხუტზე დამაგრებული ჰქონდა რაცია და მას აწვდიდნენ ინფორმაციას, როგორ უნდა მოქცეულიყო. ექიმების განცხადებით, გოგონას გადარჩენა ამხელა სიმაღლიდან ჩამოვარდნის შემდეგ ნამდვილი სასწაულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები