პრეზიდენტი: ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა, პირველ რიგში, ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის

ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა, პირველ რიგში, ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იაშვილის კლინიკაში განაცხადა.
პრეზიდენტი გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას. ძალიან მძიმე ტრაგედიაა, პირველ რიგში, ოჯახებისთვის, ქვეყნისთვის. საბედნიეროდ, ბავშვები რომლებიც აქ მოიყვანეს, არიან შედარებით მსუბუქ მდგომარეობაში, არც ერთის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ არის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დიდ დიღომში აფეთქება დღეს საღამოს 20:30 საათზე მოხდა.
შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.
პირველადი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები