მამუკა ბახტაძე: უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს

უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა დღეს თავს, გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი, – ამის შესახებ იაშვილის კლინიკაში დაშავებულთა მოსანახულებლად მისულმა პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა დღეს თავს. გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. მინდა მივუსამძიმრო ეს ტრაგედია ყველას. იაშვილის კლინიკაში 6 პატარა პაციენტს ვმკურნალობთ, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს ღამის განმავლობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იქნებიან პატარები და შემდეგ უკვე დილით იქნება უკვე მიღებული გადაწყვეტილება, მათი ოჯახი დაბრუნების შესახებ, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები