დავით სერგეენკო: გაზრდილი ავადობის პერიოდში გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა ყველა ადამიანისთვის უფასო იქნება

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით გაზრდილი ავადობის პერიოდში სახელმწიფო თავის თავზე იღებს თანადაფინანსების გადახდასაც, რომელიც გადაუდებელი ამბულატორიის ნაწილშია. როგორც მან კლინიკების დირექტორებთან შეხვედრისას განაცხადა, ამ პროცესში მათი ჩართულობა მნიშვნელოვანი ინება.
„იქნება სიახლეები გადაუდებელ ამბულატორიულ მიღებაში, რომელიც მიზნობრივ ჯგუფებზე ფინანსდებოდა 100 პროცენტით, ხოლო ყველა სხვა დანარჩენზე, მცირე თანაგადახდის არეალი რჩებოდა. მოქალაქეებს რომ გავუადვილოთ და ხელი შევუწყოთ, დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გადადგმული. გაზრდილი ავადობის პერიოდში სახელმწიფო იღებს თავის თავზე თანადაფინანსების გადახდასაც, რომელიც გადაუდებელი ამბულატორიის ნაწილშია. სიახლის განხორციელება დაიწყება ხვალიდან, თუმცა, დღესვე, სამუშაო რეჟიმში გაგიზიარებთ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას და თქვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები