“მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების ჩამოყალიბების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთოს”
“სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელის, ლადო ბოჟაძის მოსაზრებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების ჩამოყალიბების პროცესში, ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთოს.
შესაბამის პოსტს ის “ფეისბუქის” პირად გვერდზე ავრცელებს.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების ჩამოყალიბების პროცესში ჩაერთოს ყველა დაინტერესებული მხარე. ეს პროცესი უნდა წარიმართოს ნებისმიერი პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინების გარეშე. ამის შანსს მმართველი გუნდის ლიდერის განცხადება იძლევა, ჯერი ახლა საზოგადოებაზე და პარლამენტზეა”, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.