დიმიტრი ცქიტიშვილი: ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან, ნაკლებად მნიშვნელოვანია

„საგაზაფხულო სესიის განმავლობაში მსჯელობა გვექნება და მივიღებთ გადაწყვეტილებებს მოსამართლეებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა კაჭრეთში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერები არიან შეკრებილნი.
მისივე თქმით, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოს და მის რეპუტაციას წაადგება.
„საგაზაფხულო სესიის განმავლობაში მსჯელობა გვექნება და მივიღებთ გადაწყვეტილებებს მოსამართლეებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც წაადგება სასამართლოს და მის რეპუტაციას. სწორი პროცესი წარიმართება პარლამენტში. პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები და თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აუცილებლად მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ხოლო ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან, ნაკლებად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ცნობისათვის, უზენაეს მოსამართლეთა კანდიდატურებზე მსჯელობა საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კი უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები