ვატო წერეთელი: იმ ორ კომპანიაზე, რომელზეც ამბავია ატეხილი, ორივეს წილს მე ვფლობ, თუმცა ჯერ არავის დავუკითხივარ 

ტელეკომპანია “პირველის” დამფუძნებელი ვატო წერეთელი “ფეისბუქის” პირად გვერდზე “თიბისი ბანკის” გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მისთვის უცნობია რას იძიებს პროკურატურა, მაშინ როდესაც იმ ორ კომპანიაზე, რომელზეც ასეთი ამბავია ატეხილი ორივეს წილის მფლობელი ისაა, თუმცა იგი ამ დრომდე არავის დაუკითხავს.

“მთელი დღეა, მიზანმინართულად არ დავწერე არაფერი “TBC” ბანკის ამბავზე. ველოდებოდი, როგორ განვითარდებოდა პროცესები და განვითარდა ძალიან სასაცილოდ, ძალიან ანეგდოტურად-პროკურატურა სერიოზული სახით ამბობს გამოძიება მიდისო, დავკითხეთ ყველა ფიგურანტიო. რა მაინტერესებს იცით? იმ ორი კომპანიიდან, რომელზეც ამბავია ატეხილი, ორივეს წილს ვფლობ მე, თანაც ძალიან სოლიდურს. რას იძიებენ ესენი, ვერ გავიგე, როცა მე ამ წამამდე არავის დავუბარებივარ გამოკითხვაზე. აი, ამიტომ მეცინება ამ გამოძიებაზე თუ აქ რაღაც სხვა, მიღმა ამბავი არაა, წესით, მე ხომ უნდა დავებარებინე ვინმეს? მგონი, საბუთებში არც ჩაუხედავთ. ამ ჩემი სტატუსის მერე კი, როცა ჩემგანვე აღმოაჩენენ, რომ თურმე გამოსაკითხი ვარ, ალბათ დამიბარებენ… ნუ, მინიმუმ ყავაზე მაინც… სასწაული გამოძიება ჩაუტარებიათ, სასწაული”,-წერს ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები